понедельник, 5 октября 2009 г.

სიცილი ინტერნეტში

                    ზ    უ    გ    დ    ი   დ   ი     

                   რუხის საჯარო სკოლა     


     ვიცინოთ ერთად 


 


  ვიცინოთ  

     ერთად



   

 ვიცინოთ ერთად


პროექტე მუშაობდნენ:  მეთორმეტე კლასელები:

   

                                          ჯანაშია ქრისტინე

                                           საჯაია ბადრი

                                           ფარცვანიალანა

                                           თოდუა თამთა 

                                           საჯაია გიორგი –მერვე კლასი  

  

                                                     


                          ანეკდოტები                    

                             ***

მეგრელი და გურული საკანში სხედან.

_რაზე ზიხარ, ეკითხება გურული მეგრელს.

_თოკი მოვიპარე.

_მერე მაგისთვის დაგიჭირეს?!

_რა ვიცოდი, თუ თოკზე ცხენი იყო მობმული.




                                ***

_ბაბუ, შენც იყავი პატარა?

_აბა რა.

_ალბათ რამდენს დაგცინოდნენ ამხელა წვერი რომ გქონდა.




                                             ***

_პიჯაკი რატომ არ გამიუთოვე? ტუქსავს მეგრელი ცოლს.

_გაგიუთოვე!_პასუხობს ცოლი.

_ნუ ტყუი! შიგა ჯიბეში ორმოცდაათ ლარიანი მქონდა და ისევ იქ არის! _ამბობს ძუკუ.




                                    ***

_ქალიშვილო, თუ შეიძლება მითხარით 6 რომელი საათია?

_ჩემი საათი უკანაა, ბიძია.

_აბა მოტრიალდი.



                                     ***

გურული თანამშრომლის დაკრძალვაზე კახეთში ჩავიდა. მშობლიურ კუთხეში მწირ ქელეხებს მიჩვეული, სადაც ძირითადად ხალხს ლობიოთი და მსხალით უმასპინძლდებიან, გაკვირვებული დასცქეროდა სუფრაზე დახვავებულ ხორაგს. ქელეხის დასასრულს კარგად გამძღარმა და კახური ღვინით შეზარხოშებულმა გურულმა ჩაილაპარაკა:– აი, ძამა, სად უნდა კვდებოდეს ხალხი.



                                    ***

ფსიქიატრიულში მეზობელი ეკითხება მეზობელს:

_რატომ კნავის გამწარებული შენი კატა დილა–საღამოს?

_ვბან ხოლმე.

_ეგრე ჩემსასაც ვბან, მაგრამ არ კნავის.

_დაბანის შემდეგ წურავ?..



                                ***

_ერთი გაფუჩებული მაგნიტოფონი მეგდო მანქანაში და ისიც მოუპარავთ.

_იქნებ, გასაკეთებლად წაიღეს?..




                               ***

განცხადება დამკრძალავ ბიუროში:

_თუ თქვენ დაასაფლავებთ თქვენს 9 ნათესავს ჩვენთან, მეათეს დასაფლავება უფასოა.



                                 ***

ნარკომანი,მეხანძრე და სადისტი ერთ საკანში სხედან. ნარკომანი ამბობს:

_ერთი მომაწევინა!

მეხანძრე:

_ჩამაქრობინა.

სადისტი:

_...შენს მოტყვლეპილ თავზე!





                                        ***

_მაიზერ, ცურვა იცი?

_კი.

_სად ისწავლე?

_წყალში! 




                           ***

_თქვენი შვილი ძალიან ხულიგნობს,–ეუბნება მასწავლებელი ძუკუს.

_რაში გამოიხატება მაგალითად?

_რაში ბატონო და გუშინ მიტუშა მასწავლებელს ქვა ჩაარტყა თავში.

_რატომ დაახლოებით?

_მიტუშა მასწავლებელმა მოფერებით დედა შეაგინა.

_და ქვა ჩაარტყა?

_ კი.

_მოვკლავ მე მაგას, სახლში  რომ მოვა ტყუილა ვაჩუქე ავტომატი დაბადების დღეზე.





                                  ***

ცოლი ქმრის სანახავად ციხეში მივიდა: 

_აქ როგორ გრძნობ თავს?

_როგორც სახლში, არც გასვლა შეიძლება სადმე და არც საჭმელი ვარგა...



                                 ***

ქმარი ეკითხება ცოლს:

_კიდევ არაა ვახშამი მზად?! მე რესტორანში მივდივარ

_ხუთი წუთი მოითმინე.

_მზად იქნება?

_არა, მეც წამოვალ.




                            ***

დრო– ყველაზე კარგი მასწავლებელია.

სამწუხაროდ, ყველა მოსწავლეს კლავს.



                           ***

მამაკაცს ურეკავენ:

_გამარჯობათ, გოგი ხართ?

_დიახ.

_ჩვენ პოლიკლინიკიდან გირეკავთ. თქვენი ანალიზები შევამოწმეთ და ორი ახალი ამბავი გვაქვს. ერთი კარგი, მეორე კი ცუდი, რომლით დავიწყოთ?

_კარგით!

_თქვენ სამი დღის სიცოცხლე დაგრჩათ!

_ცუდი რაღაა?

_ორი დღეა გეძებთ!




                                 ***

_რამ დაგაღონა?

_ლექციიდან გამომაგდო ლექტორმა.

_რა დააშავე?

_ფხიზელი მივედი და ვერ მიცნო ჩემი ჯგუფელი არ ხარო.




                                    ***

მიხო და მახო ახალი გადმოსულები არიან ბინაში. მეორე საღამოს მარო ეუბნება მიხოს:

_მიხო, გეხვეწები, ერთი ფარდა მიყიდე, სტუდენტები გადმოვიდნენ ჩვენ მოპირდაპირე მხარეს.

_მაროო... ფარდები რად გინდა, რო დაგინახავენ, თვითონ იყიდიან ფარდებს.




                                  ***

გურული ანზორა ცოლს ირთავს. სასიდედრო პირობებს უყენებს:

_ჩემი ქალიშვილი შენი ცოლი თუ გახდა, შენ უნდა რეცხო სარეცხი,  ხეხო იატაკი, ამზადო სადილები, გარეცხო თეფშები.

_მერე ერთადერთ ქალიშვილს მაგნაირ იდიოტს გაატან?




                                 ***

კორესპონდენტი:

_ბიძია, რამდენს იწველის ეს ძროხა?

_არც ერთ ლიტრს.

_მაშ რად გინდათ, თუ არ იწველის?

_ეს ძროხა კი არა ხარია.




                                   ***

_ბრალდებულო ღლონტო, აღიარებთ რომ საიუველირო მაღაზია გაძარცვეთ?–ეკითხება მოსამართლე.

_ცხადია, არა.

_კი მაგრამ, ჩვენ ოთხი მოწმე გვყავს, რომლებმაც ეს დანახეს.

_მერე რა, მე ასეულობით მოწმეს მოგიყვან, რომელსაც ეს არ დაუნახავს,–პასუხობს რაჟდენი.




                                  ***

_ძვირფასო, როცა მოვკვდები, იტირებ,–ეკითხება რაჟდენა ცოლს.

_რა თქმა უნდა, საყვარელო,_პასუხობს ცოლი,– ხომ იცი, უბრალო რაიმეზეც ვტირი  ხოლმე.


Комментариев нет:

Отправить комментарий